ლიბანში უკუნეთმა სიბნელემ დაისადგურა, მას შემდეგ რაც საწვავის დეფიციტის გამო ქვეყნის ორი უდიდესი ელექტროსადგური გაითიშა. ასეთი შემთხვევები ლიბანში ხშირად ხდება, ელექტროენერგია გაითიშა გასულ უქმეებზეც, თუმცა როგორც ჩანს, ამ ჯერზე საქმე გაცილებით სერიოზულადაა.
სახელმწიფო კომპანია Électricité du Liban-ი პრობლემის გადაჭრას ცდილობს, თუმცა ამბობს, რომ შუქი, შესაძლოა, ორშაბათამდე ან შემდეგ დღეებშიც არ იყოს. ხელისუფლება აპირებს გამოიყენოს საწვავი სამხედროების მარაგებიდან, მაგრამ როდის მიიღებს, ჯერ უცნობია.
ხალხი დიდი ხანია მიეჩვია ელექტროენერგიის გათიშვას, შუქი ბეირუთის ბევრ რაიონში ყოველდღე რამდენიმე საათით ითიშება, ზოგჯერ კი ელექტროენერგია მოსახლეობას 22 საათზე მეტ ხანსაც არ მიეწოდება.