დღეს, 14 ნოემბერს, 18:00 საათზე, გერმანელ ტყვეთა საბურთალოს ყოფილ სასაფლაოზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ორთვინ ჰენიგი მემორიალს გვირგინით შეამკობს. ცერემონიაზე მიწვეულნი არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლები.
14 ნოემბერს გერმანელი ხალხი სახალხო გლოვის დღეს აღნიშნავს და ომისა და ძალადობის ყველა მსხვერპლს პატივს მიაგებს.
"ასევე მოვიგონებთ მათ, ვინც დევნილებად იქცნენ იდეოლოგიური, რელიგიური ან რასისტული შეხედულებების საფუძველზე ან არაადამიანური რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლის გამო", - ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მემორიალი მოეწყო თბილისის მოქალაქეთა ინიციატივით და 1988 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, საზეიმოდ გაიხსნა, როგორც შერიგების ადგილი. 1999 წელს კი მისი
განახლება მოხდა გერმანელ სამხედრო ტყვეთა სასაფლაოებზე ზრუნვის გერმანიის სახალხო კავშირის მიერ.
"გერმანელ სამხედრო ტყვეთა ყოფილი სასაფლაო არის შერიგებისა და მოგონების ალბათ ერთადერთი მემორიალური ადგილი თბილისში", _ აცხადებენ გერმანიის საელჩოში.