რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილთან შესახევდრად იმყოფებოდა უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო.
მისი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე შეირყა და მას 12 კილოგრამზე მეტი აქვს უკვე დაკლებული.
"საბრძოლო განწყობას ინარჩუნებს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობა უკვე ძალიან დაზარალდა", - თქვა იასკომ.
მისივე თქმით, სააკაშვილის გასათავისუფლებლად ბრძოლაა საჭირო, რაც ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებში მე-8 დღეა იმყოფება. პოლიციამ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავა. სააკაშვილმა პატიმრობის პირველივე დღიდან შიმშილობა გამოაცხადა.