2022 წელს იტალიის ქალაქი ტურინი უმასპინძლებს ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსს.
ევროვიზიის 66-ე მუსიკალური კონკურსი 2022 წლის 10, 12 და 14 მაისს ჩატარდება.
ევროვიზია 2021 წლის გამარჯვებული ქვეყანა იტალია გახდა, ამიტომ სწორედ ამ ქვეყანას ერგო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკალური ღონისძიების მასპინძლობის პატივი.
მუსიკალური კონკურსის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ევროვიზია იტალიაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში, პირველად გაიმართება.