ნიდერლანდებში მიმდინარე ფინალურ კონცერტზე ევროვიზია 2021-ის გამარჯვებული ქვეყანა იტალია გახდა. ჯგუფმა Måneskin -მა კონკურსანტებს შორის ყველაზე მაღარლი შეფასება მიიღო. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელი იტალია იქნება.
საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა სწორედ იტალიას ერგო. საქართველოდან ქულები ევროვიზიის მაყურებელს ოთო ნემსაძემ გააცნო.
საქართველოს წარმომადგენელი თორნიკე ყიფიანი კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. ის კონკურსის მეორე ნახევარფინალში მაყურებლის წინაშე წარდგა სიმღერით You.