შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოუწოდა ამერიკულ კომპანიებს, თანამშრომლებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ.
პრეზიდენტის თქმით, სწორედ ვაქცინაციას ძალუძს პანდემიის დამარცხება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ელის დაუსრულებელი ქაოსი საავადმყოფოებში და ეკონომიკური უკუსვლა.
სექტემბერში ჯო ბაიდენმა ვაქცინაცია ფედერალური უწყებებისა და მთავრობის პარტნიორ კომპანებში დასაქმებულებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა.
გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელსაც 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, დაევალა, უზრუნველყოს დასაქმებულთა ვაქცინაცია ან კვირაში ერთხელ კოვიდტესტის ჩატარება. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიებისთვის გათვალისწინებული სოლიდური ფულადი ჯარიმები.
მაშინ, ჯო ბაიდენმა მოუწოდა შტატის გუბერნატორებს, ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის. ზოგიერთი შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორი ვაქცინაციის წინააღდეგო გამოდის, რაც აფერხებს მათ ტერიტორიაზე ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებას.
პრეზიდენტის ოპონენტებმა რესპუბლიკური პარტიიდან დაგმეს ვაქცინაციის სავალდებულოობა და ბაიდენი დისკრიმინაციასა და უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაადანაშაულეს.