ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განკარგულებით, აშშ-ის ფედერალური სამსახურების თანამშრომელთათვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა.
ამასთანავე, ვაქცინაცია სავალდებულო იქნება მთავრობის პარტნიორ კომპანიებში დასამქებულებისთვისაც.
სავალდებულო ვაქცინაცია ასევე გავრცელდება სამედიცინო პერსონალზე.
გარდა ამისა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი გეგმის ფარგლებში, შეერთებულ შტატებში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელსაც 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, დაევალა, უზრუნველყოს დასაქმებულთა ვაქცინაცია ან კვირაში ერთხელ კოვიდტესტის ჩატარება. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიებისთვის გათვალისწინებული სოლიდური ფულადი ჯარიმები.
ჯო ბაიდენმა ასევე მოუწოდა შტატის გუბერნატორებს, ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის ახალი განკარგულება დაახლოებით 100 მილიონ ამერიკელზე გავრცელდება.
პრეზიდენტის ოპონენტებმა რესპუბლიკური პარტიიდან დაგმეს ვაქცინაციის სავალდებულოობა და ბაიდენი დისკრიმინაციასა და უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაადანაშაულეს.