შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი რესპულიკელი წევრი ჯიმ რიში საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა. სენატორის განცხადება სენატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაუჯერებელი იმედგაცრუება და დრამატული დაშორება იყო 2012 წლის არჩევნებისგან, რომელსაც მეც ვაკვირდებოდი.
საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვირდება დააკვირდება არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას.
შეშფოთებული ვარ დაშინებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობებით. ვინაიდან არჩევნების ორგანიზებაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, მან უნდა გაითვალისწინოს ის პრობლემები, რომელსაც ხაზი გაუსვა ეუთომ, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდშის არსებული ძალადობა და არათანაბარი პირობები პარტიებისთვის, რომლებიც მმართველი პარტიისთვის გამოწვევას ქმნიან.
სამართლიანი და ღია არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ნიშანია", - აცხადებს ჯიმ რიში.