შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, იგი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და მოუწოდებს, ქვეყნის ხელისუფლებას, უზრუნველყოს დაკავებული ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა.
"ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს განვითარებულ მოვლენებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", - განაცხადა დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.