პარტია "საქართველოსთვის ლიდერი" გიორგი გახარია არჩევნების მეორე ტურში მხარს არცერთ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს. ამის შესახებ მან თავად განაცხადა.
მისი თქმით, ამომრჩეველი არის გონიერი, "მე მათ არ ვეტყვი, ვის მისცენ ხმა მეორე ტურში".
"ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელმაც იმ ნაბიჯით, რომ ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ფაქტობრივად თქვა, რომ ის წინააღმდეგია რადიკალიზაციის, ძალაუფლების კონცენტრაციის და არის მომხრე ძალაუფლების დაბალანსების. შესაბამისად, ჩვენ მათ ვერ ვეტყვით, ვერ და არ ვეტყვით, არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რომ ვუთხრათ, რომელიმე მათგანს დაუჭირონ მხარი. მიზეზი არის ძალიან მარტივი – თვითონ ფაქტი, რომ მათ დაგვიჭირეს მხარი, პირდაპირ მიანიშნებს, რომ ამ ამომრჩეველმა უარი უთხრა რადიკალიზაციას, იმ ორ რადიკალურ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქმნის ერთმანეთთან ბრძოლის ილუზიას და ქვეყანას აბრუნებს წარსულში", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მეორების არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.