ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მერის გამოსავლენად არჩევნების მეორე ტურის ჩატარება 15 თვითმმართველ თემში იქნება საჭირო.
გარდა ამისა, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, მეორე ტური ჩატარდება თბილისის, ფოთის, ქუთაისის, რუსთავისა და ბათუმის მერების გამოსავლენად.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 59 თვითმმართველი თემიდან 15-ში, დიდი ალბათობით, მეორე ტური ჩატარდება. ეს თემებია:
თელავი
თიანეთი
ქარელი
ხაშური
ცაგერი
ბაღდათი
წყალტუბო
ოზურგეთი
სენაკი
მარტვილი
ხობი
ზუგდიდი
წალენჯიხა
ჩხოროწყუ
ხელვაჩაური
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ თვითმმართველ თემში, მეორე ტური "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს შორის წარიმართება. ყველა სხვა დანარჩენ თემში დამაჯერებელი უპირატესობით ლიდერობენ "ქართული ოცნების" კანდიდატები.
შეგახსენებთ, მერის არჩევნებში ყველაზე მაღალი საარჩევნო ბარიერია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 50%+1 ხმას მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო ხმების რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, დაინიშნება მეორე ტური, სადაც ერთმანეთს საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი დაუპირისპირდება.
მეორე ტურში 50%-იანი ბარიერი აღარ არსებობს, გამარჯვებულია საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.