პოლიტიკური პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ "მიხეილ სააკაშვილი არანაირი პოლიტიკური პატიმარი არ არის.
მისივე ვარაუდით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში მოითხოვს ექსტრადირებას, რაც უახლოეს ხანებში მოხდება.
"მიხეილ სააკაშვილი არანაირი პოლიტიკური პატიმარი არ არის - ის ციხეში ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ზის, რასაც ორივე მხარემ უკვე მიაღწია. ექსტრადირება მოხდება, ეს წინასწარ შეთანხმებული თამაშია. მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვებაზე ცოტა ხანს აწუწუნებენ უკრაინის პრეზიდენტს, პარტნიორებს, ქართველ ხალხს და შემდეგ გაუშვებენ", - განაცხადა ხვიჩიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.