15 ნოემბერს თბილისში სომხური სათვისტომოს საკითხზე კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია ქართველ სომეხთა გაერთიანება "ნორ სერუნდის" ორგანიზებით ჩატარდება და ის თბილისის სომხური სათვისტომოს პრობლემებსა და პერსპექტივებს დაეთმობა.
კონფერენციის მიზანია იმ ძირითადი ფაქტორების განსაზღვრა, რომლებიც ხელს უწყობენ თბილისელი სომხების მარგინალიზაციას და შესაბამისად აფერხებენ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებს.
კონფერენციის მსვლელობისას შემუშავდება რეკომენდაციები არსებული პრობლემების გადაჭრისათვის.
ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო სტრუქტურების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ეთნიკური სათვისტომოების წარმომადგნელები.