პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ემიგრანტთა ჯერჯერობით მცირე ჯგუფის ინიციატივით, შედგა შეხვედრა, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნებსა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს.
თაკო ჩარკვიანის თქმით, სირცხვილია, 21-ე საუკუნეში "ბანდიტურმა მართლმსაჯულებამ გაასამართლოს პრეზიდენტი, ამიტომ სახალხო მოძრაობის ფარგლებში, დაიგეგმება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია.
"გვინდა, ხვალისთვის, 12:00 საათისთვის დავაანონსოთ უფრო დიდი შეკრება, რათა საკიდზე უკვე ჩამოვკიდოთ მხარდამჭერთა დიდი აქცია, საერთო სახალხო მოძრაობა, რომელიც შეიქმნა. მათ სათქმელი აქვთ, ცოტა აღელვებულები არიან, მოგეხსენებათ, მძიმე დღე იყო. ბატონებო, წარმოიდგინეთ რა ვითარებაა საქართველოში, ეს ის ქვეყანაა, სადაც ყოფილმა მოქმედმა პრემიერმა გახარიამ თავისი შარდი არ ანდო ამ ექსპერტს და მართლმსაჯულებას და ჩვენ ქვეყნის აღმშენებელი პრეზიდენტი ციხეში ამ მართლმსაჯულებას უნდა ვანდოთ? და ჩვენი ხმები უნდა ვანდოთ? მოგებულია არჩევნები და ისინი აპირებენ თავიანთი პრინციპების, ხმების დაცვას, უპირველეს ყოვლისა, თავიანთი პრეზიდენტის დაცვას, რომელიც გამომწყვდეულია ახლა ციხეში. ხვალ, 12:00 საათისთვის ჩვენ გვექნება კონკრეტული საინფორმაციო გეგმა, საკიდი, საათი დიდი ფართომასშტაბიანი აქციისა.
მოძრაობა არის მოძრაობა, ეს არ არის პარტია, ეს არის სახალხო მოძრობა, ამ მოძრაობაში ხალხს აქვს ხელში ყველაფერი o მიკროფონიც ხალხის ხელშია და ტრიბუნაც იქნება ხალხის ხელში. პარტიები, პოლიტიკოსები, რა თქმაა უნდა, ორი აზრი არ არის, მაგრამ კოორდინაცია იქნება სახალხო მოძრაობასთან და ყველაფერი ნებადართული იქნება ხალხისგან. ტრიბუნა, მიკროფონი ხალხს, მათი ლიდერის, პრეზიდენტი სააკაშვილის და მათი ხმების დასაცავად. სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ამ ბანდიტურ, კლანურ მართლმსაჯულებას გავასამართლებინოთ პრეზიდენტი. გამოვაცხადებთ თარიღს დიდი, ფართომასშტაბიანი, მრავალათასიანი მიტინგის და ზუსტად გეტყვით ლოკაციის ადგილს. ძალიან მინდა, ადრე იყოს ლოკაციის ადგილი გამოცხადებული", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.