მე მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს იმისდა მიუხედავად როგორ უყურებს ამა თუ იმ პარტიასა და კანდიდატს, მეორე ტურში ჩვენ ხმას ვაძლევთ ივანიშვილის რეჟიმისგან მომავალ საფრთხეების შემცირებას, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ
"არ არის დასამალი, რომ სასურველი იყო არსებითად უფრო მაღალი აქტივობა იმ შედეგისთვის, რაც ქვეყანას სჭირდებოდა მაგრამ ფაქტია, რომ იმ სივრცეში ანუ ურბანულ სივრცეში სადაც ადამიანები ნაკლებად არიან დამოკიდებულები და ისეთ რთულ მდგომარეობაში არ არიან, როგორც სოფლად მთავრობის რეპრესიების წინაშე, იქ ეს განაჩენი და რეფერენდუმი შედგა და ეს არის ის, რასაც უნდა დავეყრდნოთ ჩვენ, ქვეყნის მომავლისთვის და თავისუფლებისთვის საშიში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საქმეში და ამ საქმეში პირველი ნაბიჯი გადასადგმელია არის მეორე ტურებში მხარდაჭერა ოპოზიციის კანდიდატების და მე მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს იმისდა მიუხედავად როგორ უყურებს ამათუიმ პარტიასა და კანდიდატს, მეორე ტურში ჩვენ ხმას ვაძლევთ ივანიშვილის რეჟიმისგან მომავალ საფრთხეების შემცირებას", - განაცხადა ბოკერიამ.