ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში ლიდერობს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ანზორ მელია.
ამ დროისთვის, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში არსებული 109 უბნიდან დათვლილია 50 საარჩევნო უბანი, რომლის თანახმადაც ანზორ მელიას 47.31% აქვს.
მამუკა წოწერია - 40.71% (ქართული ოცნება)
გიორგი შენგელია - 11.17% (საქართველოსთვის)
ილია ჩაჩიბაია - 0.82% (პატრიოტთა ალიანსი)
შეგახსენებთ, მერის არჩევნებში ყველაზე მაღალი საარჩევნო ბარიერია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 50%+1 ხმას მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო ხმების რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, დაინიშნება მეორე ტური, სადაც ერთმანეთს საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი დაუპირისპირდება.
მეორე ტურში 50%-იანი ბარიერი აღარ არსებობს, გამარჯვებულია საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.