ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში 124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილი 51 უბნის მონაცემების მიხედვით, ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს. მას ხმების 43,75% აქვს.
მეორე ადგილზეა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, რომელსაც წინასწარი მონაცემებით ხმების 41,86% აქვს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" მერობის კანდიდატმა ანა ლოსაბერიძემ ხმების 4,99% მიიღო, "გახარია – საქართველოსთვის" კანდიდატმა გიორგი გოგუაძემ – 8,05%; "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატმა ირინა საღინაძემ - 1,35%.