ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები წარმოადგინა.
3743 უბნიდან დათვლილია 1446 უბანი, მონაცემები ეყრდნობა უბნების საერთო რაოდენობის 38.63%-ს.
ცესკოს ინფორმაციით, პარტიების მიხედვით ხმები ასე გადანაწილდა:
"ქართული ოცნება" – 48.56%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"–31.23%
"საქართველოსთვის" - 6.87 %
"ლელო" - 2.6%
"ევროპული საქართველო" -1.82%
"პატრიოტთა ალიანსი" - 1.42%
"სტრატეგია აღმაშენებელი" - 1.27%
"ლეიბორისტული პარტია" - 1.25%
"გირჩი - მეტი თავისუფლება" - 1.04%
"გირჩი" -0.71%
ანა დოლიძე "ხალხისთვის" - 0.6%
"მოქალაქეები" - 0.61%
"დროა" - 0.38%