"აქვე დაგიდასტურებთ, რომ არც თუ ცოტა რაიონში იქნება მეორე ტური, ეს არ იქნება რაიონების ნახევარი, მაგრამ შესაძლებელია ეს იყოს 10-15, მე ზუსტი მონაცემი არ ვიცი, მაგრამ ეს არ იქნება 2 და 3 და არც, ვთქვათ, 30. ეს შეიძლება 10-ზე მეტიც იყოს, მაგრამ არ იქნება 20-ზე მეტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისში ეგზიტპოლის მონაცემების მიხედვით არის 51%-ზე ცოტა მეტი და "3%-იანი ცდომილების გათვალისწინებით, გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით".
"არც თუ ცოტა რაიონში იქნება მეორე ტური, ეს არ იქნება ნახევარი რაიონების, მაგრამ შესაძლებელია, ეს იყოს 10-15 რაიონში. ეს არ იქნება 2 და სამი, მაგრამ არც 30. თბილისს რაც შეეხება, თბილისში თქვენ იცით, რომ ეგზიტპოლის მონაცემის მიხედვით, არის 51%-ზე ცოტა მეტი, 3-პროცენტიანი ცდომილების გათვალისწინებით, ჩვენ გადაჭრით არაფერი შეგვიძლია ვთქვათ. ჩვენი სურვილი იქნება, რომ ეგზიტპოლი შეცდეს ამ სამი პროცენტის ფარგლებში უფრო იქით, რომ იყოს მეტი, მაგრამ არაფერია გამორიცხული, შესაძლებელია, იყოს ნაკლები, ამიტომ გადაჭრით ამაზე საუბარი ჯერ არ შეგვიძლია. შემოდის მონაცემები და რამდენიმე საათში ამის შესახებ თქვენც და ჩვენც გვეცოდინება. მონაცემები განუწყვეტლივ იცვლება. ჩემი აზრით, 10-ზე მეტ რაიონში იქნება მეორე ტურები", - განაცხადა მდინარაძემ.