დღეს სასტუმროში "შერატონ მეტეხი პალასი" საერთაშორისო კონფერენცია - ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და კიბერუსაფრთხოება GITI 2010 ოფიციალურად დასრულდა.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა კონკურსი, სადაც 15 ნომინაციაში დაჯილდოვდნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში წლის განმავლობაში შექმნილი საუკეთესო IT პროექტების ავტორები.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მთავარი პრიზი მოიპოვა და წლის საუკეთესო Iთ სააგენტოდ დასახელდა.
საჯარო რეესტრმა ჯილდო წლის განმავლობაში შექმნილი საუკეთესო IT პროექტებისთვის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დანერგილი ინოვაციებისთვის დაიმსახურა.
მთავარი პრიზის გარდა, სააგენტომ ჯილდო კიდევ 3 ნომინაციაში მიიღო _ საუკეთესო Iთ მენეჯმენტი, ყველაზე პოპულარული ელექტრონული სერვისები და საუკეთესო ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტი.
საჯარო რეესტრმა წლის საუკეთესო IT სააგენტოს პრიზი 2008 წელსაც დაიმსახურა. აღნიშნული კონკურსის ჟიური ეკონომიკის დარგის ექსპერტების, ბიზნესის და განათლების სფეროს, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან შედგებოდა.
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო სტრუქტურებისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები, სახელმწიფო პოლიტიკის მწარმოებლები, დონორი ორგანიზაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
სამ დღიანი კონფერენციაGIთI 2010 საქართველოში 2007 წლიდან იმართება. მასში 20 ქვეყნის 250-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ღონისძიება საქართველოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბიზნეს საბჭოსა და იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ორგანიზებით იმართება.
ღონისძიების მთავარი გზავნილია, „პარტნიორობა ინოვაციების, კონკურენტუნარიანობისა და კიბერ უსაფრთხოებისთვის".
"მივესალმები მსგავსი ფორმატის და ასეთი მასშტაბის კონფერენციის საქართველოში გამართვას. ეს უდავოდ წაადგება საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისა და კიბერ უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას, რაც თავის მხრივ, სხვა დადებით ფაქტორებთან ერთად, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. ჩვენ ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგი პირობები შევუქმნათ ინვესტორებს ბიზნესის განვითარებისთვის. დღეისათვის საქართელო პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მხრივ, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია კიბერ უსაფრთხოების მაღალი ხარისხიც, რაც დღევანდელი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია. მსგავსი სახის კონფერენციები ყოველთვის კარგი საშუალებაა სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო განვითარებისთვის," - განაცხადა ნიკოლოზ გილაურმა კონფერენციის მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას.
კონფერერენციის მხარდამჭერები და უშუალო მონაწილეები არიან:HP, Microsoft, Oracle, Freebalance და სხვა.