საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური ეკონომიკის სამინისტროს "საერთაშორისო ფრონტზე მაქსიმალური გააქტიურებისკენ მოუწოდებს".
"ეკონომიკის სამინისტრო საერთაშორისო ფრონტზე მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს და ექსპორტიორებს ბიუროკრატიის გადალახვასა და რიგი პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს" - განაცხადა მთავრობის სხდომაზე ნიკა გილაურმა.
მისივე განმარტებით, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების დაცვა საქართველოს მთავრობის ერთ ერთი მთავარი ფუნქცია უნდა იყოს. "ამ მიმართულებით სამუშაოდ ეკონომიკის სამინისტროში მცირე განყოფილებაც ჩამოაყალიბოთ" - მიმართა გილაურმა პოლოლიკაშვილს.