ხმაურია ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიაში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ოქმების შედგენის განზრახ შეფერხებაში ადანაშაულებს.
წითლიძის განცხადებით, საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი 88-ე, 63-ე, 66,-ე და მე-40 საუბნო კომისიის თავჯდომარეებს უკანონო ბრძანებას აძლევს, რომ ხელი არ მოაწერონ შემაჯამებელ ოქმებს, ვინაიდან სწორედ ამ უბნებზე ოპოზიცია იმარჯვებს.
"საათზე მეტია ჩვენი კომისიის წევრებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ წამოიღონ ოქმები. მოვედი, რომ გავარკვიო და ვკითხო ქალბატონ მირანდას, რატომ გასცემს ან უკანონო დავალებებს. მან არ უარყო, რომ ეს ბრძანება იყო გაცემული დანარჩენს კი ყველაფერს უარყოფს. ისტერიკის გარდა კონკრეტული პასუხი ვერაფერზე ვერ მივიღე,"- ამბობს ანა წითლიძე.
საოლქო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სიცრუეა.
ანა წითლიძემ სამართალდამცავები გამოიძახა. ცოტა ხნის წინ, ზუგდიდის საოლქო კომისიაში, საერთაშორისო დამკვირვებლები მივიდნენ.