ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ქუთაისმა სამაგალითო არჩევნები ჩაატარა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა.
"მიუხედავად ოპოზიციის არაერთი მცდელობისა, რომ ყოფილიყო პროვოკაციები, არასწორი ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა უბანზე, თვითმმართველობის არჩევნები მაინც სამაგალითოდ ჩატარდა. დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებს ექნება უმაღლესი ლეგიტიმაცია", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92% შეადგინა.