დარწმუნებული ვარ, გაყალბება არ იქნება იმ მასშტაბის, რაც გავლენას მოახდენდა შედეგებზე - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო პროცესში დარღვევები ყველა ქვეყანაშია.
"მთავარია, ამ დარღვევებმა ვერ მოახდინოს გავლენა არჩევნების შედეგზე, ესაა ყველაზე მთავარი. ჩვენ დავინახავთ, რომ ბიულეტენების 10%-ის გადათვლის შემდეგ ეს ასე იქნება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მთელი დღე ვადევნებდი თავალ-ყურს, რა ხდებოდა სხვადასხვა უბანზე და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ არხს უნდოდა, წარმოეჩინა დრამატული სიტუაცია, რეალურად არაფერი იყო ისეთი, რაზეც შეიძლებოდა დიდი აჟიოტაჟის ატეხვა. თუ არ ჩავთვლით ცესკოს კონკრეტული თანამშრომლების დისციპლინარულ პასუხისმგებლობებს სხვადასხვა უბანზე, სადაც საჩივრები განიხილება", - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.