"ნათელია, რომ თბილისში "ქართულმა ოცნებამ" მწარე მარცხი იწვნია და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საკვანძო რაიონებშიც ასეთი ვითარებაა, ყველა შემთხვევაში რა შედეგიც არის ყველა ხმის დასაფასებლად, ჩვენი აუცილებელი ამოცანაა ყველა ამ ხმის დაცვა", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ შემაჯამებელ ბრიფინგზე.
"პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვინც გამოიყენა თავისი სამოქალაქო უფლება, რა თქმა უნდა განსაკუთრებული მადლობა მას ვინც დემოკრატიულ ოპოზიციას დაუჭირა მხარი და კიდევ უფრო განსაკუთრებული მადლობა ვინც "ევროპულ საქართველოს" დაუჭირა მხარი ნათელია, რომ თბილისში “ქართულმა ოცნებამ” მწარე მარცხი იწვნია და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საკვანძო რაიონებშიც ასეთი ვითარებაა, ყველა შემთხვევაში რა შედეგიც არის ყველა ხმის დასაფასებლად, ჩვენი აუცილებელი ამოცანაა ყველა ამ ხმის დაცვა, ჩვენ გველის უდიდესი ალბათობით ბევრი მეორე ტური, 100% იანი ალბათობით თბილისში მეორე ტური, ამიტომ ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული შედეგების დაცვაზე და მეორე ტურებში კანდიდატების გამარჯვებაზე", - განაცხადა ბოკერიამ
"მთავარი შედეგი დღეს არის, რომ ხელისუფლება მთლიანობაში ოპოზიციასთან მნიშვნელოვანი განსხვავებით დამარცხდა, ამ შედეგს სჭირდება შენარჩუნება იმისთვის, რომ ის ცვლილებები რაც ქვეყანას სჭირდება ფეხზე ასადგომად იქნას განხორციელებული, ყველამ კარგად ვიცით, რომ დარღვევები და მანიპულაციები ხდება სწორედაც დათვლის პროცესში, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.