"ქართული ოცნება" თბილისში დამარცხდა, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ მიზანს მიაღწია - თბილისში იწყება ცვლილებები, ასე გამოეხმაურა "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ეგზიტპოლის შედეგებს.
მისი თქმით, ოპოზიციამ შეძლო და ჩატარდება არჩევნების მეორე ტურები, რაც გააუმჯობესებს ოპოზიციის შედეგებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს საათებში ჩვენ ანალოგიურ ინფორმაციას მივიღებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ იქნება მეორე ტურები და კიდევ უფრო გაუმჯობესებს მთლიან ოპოზიციურ განწყობას მთელი ქვეყნის მასშტაბით - განაცხადა ხაზარაძემ
"ქართული ოცნება" თბილისში დამარცხდა ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ მიზანს მიაღწია - თბილისში იწყება ცვლილებები. მე მინდა მადლობა გადავუხადო "ლელოს" თითოეულ მხარდამჭერს, ოპოზიციის მხარდამჭერს და ყველა იმ ადამიანს ვინც დღეს თავისი მოქალაქეობრივი ვალდებულება შეასრულა. ეს იყო მნიშვნელოვანი, ეს არჩევნები ჩვენ გვაძლევს ახალ არჩევნებს მომავალ წელს, სრულად პროპორციულს და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღეს რაც მოხდა.
არჩევნები არ დამთავრებულა, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ჯერ არჩევნები არ დამთავრებულა, ახლა იწყება ხმების დათვლა და ეს ხმების დათვლა უნდა იყოს ისეთ დონეზე ჩატარებული, რომ არცერთი ხმა არ დავკარგოთ. უნდა დავიცვათ თითოეული ხმა.
მინდა ავღნიშნო, რომ, ძალიან ბერვ ადგილას არჩევნები ჩატარდა არასამართლიანად და შესაბამისად ამ ოქმების შედგენა გრძელდება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ჩვენ უნდა დავივიწყოთ ერთმართველური სისტემა, "ოცნება" ებღაუჭება ხელისუფლებას მაგრამ დღეს მათ ეს ხელისუფლება დაკარგეს და ასე გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით." - მამუკა ხაზარაძე.