თბილისის შიდსისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდა.
მისი განცხადებით, სურს კახა კალაძისა და მმართველი გუნდის მხარდასაჭერა გამოუცხადოს.
"მოვედი იმისთვის, რომ გვერდში დავუდგე კახა კალაძეს და დანარჩენ გუნდს ამ კრიტიკულ მომენტში, როცა შედეგების დათვლა და გამოქვეყნება იდგება. რეალური შედეგები გორბზე ცოტათი ნაკლები იქნება. Ipsos-ის კვლევებს ცალსახად არ ვენდობი, Gorb-ის კვლევებს ყველაზე მეტად ვენდობი, მაგრამ [საბოლოო შედეგები] იქნება Edison-სა და Gorb-ს შორის", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, "გორბის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით, არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" 47.6%-ით მოიგო, დედაქალაქის მერის არჩევნებში კი კახა კალაძე ლიდერობს.