ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა:
კახა კალაძე - 43%,
ნიკა მელია - 39%,
გიორგი გახარია - 7%
ანა დოლიძე, მოძრაობა ხალხისთვის - 4%;
გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი - 1%;
ანა ბიბილაშვილი, ლელო - 2%;
რინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ - 1%
შეგახსენებთ, მერის არჩევნებში ყველაზე მაღალი საარჩევნო ბარიერია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 50%+1 ხმას მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო ხმების რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, დაინიშნება მეორე ტური, სადაც ერთმანეთს საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი დაუპირისპირდება.
მეორე ტურში 50%-იანი ბარიერი აღარ არსებობს, გამარჯვებულია საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.