ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად სხვა რეალობას მიიღებს, როდესაც დავამთავრებთ 30-წლიან ჩაკეტილ ერთმართველურ სისტემას, - ამის შესახებ „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, გამარჯვება ძალიან ახლოს არის, ცვლილებები რეალურად დადგება დღეს.
"მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ვინც თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობა შეასრულა და მივიდა საარჩევნო ყუთთან. მინდა გითხრათ, რომ გამარჯვება ძალიან ახლოს არის, ცვლილებები რეალურად დადგება დღეს. ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად სხვა რეალობას მიიღებს, როდესაც დავამთავრებთ 30-წლიან ჩაკეტილ ერთმართველურ სისტემას. მინდა გითხრათ, რომ რეგიონები აქტიურობენ. მინდა განსაკუთრებით თბილისს და თბილისელებს მოვუწოდო, დარჩენილ 2 საათში ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, რომ გადადოთ ყველაფერი და მიხვიდეთ საარჩევნო უბანზე. მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ ხმა მისცეს ცვლილებებს, ოპოზიციას, აქ "ლელოს" გამარჯვებაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია საქართველოს გამარჯვებაზე. საქართველოში მაშინ გაიმარჯვებს, როდესაც შედეგად ცვლილებებს მივიღებთ", - აღნიშნავს ხაზარაძე.