"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გიგა ბოკერიამ და გიგი წერეთელმა საარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევის ფაქტებზე ბრიფინგი გამართეს.
როგორც "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია აღნიშნავს ეს არის ამ რეჟიმის ხელწერა, ეს ყველა სამარცხვინო ნაბიჯი აღმოჩნდება ფუჭი თუ ჩვენი მოქალაქეები მოვლენ არჩევნებზე, რითიც წყალში ჩავუყრით ამ რეჟიმს ყველა მსგავს ქმედებას.
"ერთადერთი გამოსავალი "ქართული ოცნების" ბინძური მეთოდების წინააღმდეგ არის რაც შეიძლება მეტი ხმა ოპოზიციურ პარტიებს", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა.
"თქვენ იცით, რომ დიდი ზარზეიმით გამოცხადებული მმართველი პარტიის მიერ ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, არსებითად არაფერს ცვლიდა მათ შორის საარჩევნო უბნებზე ოპოზიციის წევრების ზრდაზე, რომ იძახდნენ სინამდვილეში ვითარება არ შეცვლილა დომინაცია ზუსტად ისეთივეა მმართველი გუნდის კომისიებში, როგორიც იყო ადრე უბრალოდ მასშტაბი გაიზარდა ყველასი „ეწპროფესიული“ წევრები 99%-იან შემთხვევაში არიან ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები, ერთადერთი რაზეც შეიძლებოდა თქმულიყო, რომ შეიძლებოდა გაეუმჯობესებინა საარჩევნო გარემო იყო 100 მეტრიანი დისტანციის საკითხი, რომელსაც უნდა მოეხსნა უბნებთან კრიმინალების და „სუსის“ წარმომადგენლების მობილიზებას, რომელიც იქცა ივანიშვილის რეჟიმის საფირმო ნიშანად, იქვე ხდებოდა დაშინებაც, მოსყიდვაც, თუკი რამის მასობრივ დარღვევაზე შეიძლება საუბარი ეს არის სწორედაც 100 მეტრიანი წესის რარღვევის ფაქტები, ამის მაგალითია ეს, რაც ჩვენმა დამკვირვებელმა გადაიღო, „ეწ ბირჟა“ კრიმინალური მიდრეკილების ხალხისგან შემდგარი, ასეთი ფაქტი დღეს მოხდა ჩუღურეთში კიევის ქუჩაზე, სადაც ჩვენი ინფორმაციით ჟურნალისტს თავს დაესხნენ, ეს არის ამ რეჟიმის ხელწერა, ეს ყველა სამარცხვინო ნაბიჯი აღმოჩნდება ფუჭი თუ ჩვენი მოქალაქეები მოვლენ არჩევნებზე, რითიც წყალში ჩავუყრით ამ რეჟიმს ყველა მსგავს ქმედებას", - განაცხადა ბოკერიამ
"გავაგრძელებ კონკრეტული დარღვევის ფაქტებზე საუბარს, მაგალითად თბილისში, დიდუბის N41 საარჩევნო უბანზე აღმოჩნდა მთაწმინდის რაიონის რამდენიმე ათეული ბიულეტენი და ამასთან დაკავშირებით ოქმი დაიწერა, ასევე დიდუბეში N20 უბანზე კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციის პროცესში ეკითხებოდა ამომრჩევლებს თუ ვის აძლევდნენ ხმას, რაც უხეში დარღვევაა, ქუთაისში N124 უბანზე ცარიელ ოქმზე იყო კომისიის წევრების ხელმოწერები გაკეთებული, წყალტუბოში კიდევ უფრო შორს წავიდნენ სადაც საარცევნო უბნის გვერდით დაუთმეს ოთახი სადაც აღნიშნავდნენ თუ ვინ მოვიდა და ვინ არა, დმანისში N43 უბანზე კომისიის წევრი კარნახობდა თუ ვინ უნდა შემოეხაზათ, ასევე დმანისში N10 უბანზე თავმჯდომარემ შემოიტანა სხვისი პირადობის მოწმობა და რეგისტრატორმა ამომრჩევლის გარეშე თავად მოაწერა ხელი, მარნეულში N48 უბანზე ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოიდარუ პირადად გაუსწორდა კომისიის წევრს, დაპირისპირების მიზეი კი გახლდათ ის, რომ არასრულწლოვნები სხვისი პირადობის მოწმობით ცდილობდნენ ხმა მიეცათ, რაზეც კომისიის წევრმა მიუთითა. ბორჯომში N38 ოლქში ქართული ოცნების მერობის კანდიდატის ბილბორდი განთავსებულია საარჩევნო უბნის თავზე, ამის შესახებ „ევროპულმა საქართველომ“ შეიტანა რამდენიმე დღის წინ საჩივარი მაგრამ არაფერი გაკეთებულა, ასეთი ფაქტები არის ძალიან ბევრი, ერთადერთი გამოსავალი „ქართული ოცნების“ ბინძური მეთოდების წინააღმდეგ არის რაც შეიძლება მეტი ხმა ოპოზიციურ პარტიებს", - განაცხადა წერეთელმა.