არჩევნებზე აქტიურობა ძალიან დაბალია, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი.
იგი მოსახლეობას აქტიურობისკენ და რეფერენდუმში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
"დღის 16.00 საათზე, თბილისის მე-19 უბანზე მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი. აქტიურობა ძალიან დაბალია. ყველას მოგიწოდებთ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღოთ", წერს რულოვსი.