თბილისის მერობის კანდიდატის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, "ოპოზიცია რეფერენდუმში დამაჯერებლად იმარჯვებს".
პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ნიკა მელიამ მოქალაქეებს მოუწოდა, საარჩევნო უბნებზე მივიდნენ და მათთვის სასურველ კანდიდატებს ხმა მისცენ.
"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია იმარჯვებს რეფერენდუმში, თანაც დამაჯერებლად. მათ შორის იმარჯვებს თბილისში, როგორც რეფერენდუმის, ასევე თბილისის მერის არჩევნების ნაწილში. ახლა მთავარია, ყველა დარჩენილ საათებში მივიდეთ და გავზარდოთ ეს სხვაობა ქართველ ხალხსა და "ქართულ ოცნებას" შორის, კიდევ უფრო მკაფიო გავხადოთ ქართველი ხალხის პასუხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქართულ ოცნებას არ მიეცეს საშუალება მანიპულაციების შედეგად რაიმე სახის გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე", - თქვა ნიკა მელიამ.