19 ნოემბერს, 09:00-იდან 18:00 საათამდე, სასტუმრო "ამბასადორში" გაიმართება კონფერენცია "ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენციის იმპლემენტაცია საქართველოში: წინააღმდეგობები და პერსპექტივები".
კონფერენციის მიზანია საქართველოში, 2007-2010 წლებში გენდერული თანასწორობის სფეროში მომზადებული ნაშრომების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავდება CEDAW (ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენცია) კონვენციის ალტერნატიული ანგარიშის მოსამზადებლად რომელიც ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტს 2011 წლის ნოემბერში წარედგინება.
კონფერენცია "ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენციის იმპლემენტაცია საქართველოში: წინააღმდეგობები და პერსპექტივები" ტარდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით შვედური ფონდის "ქალები ქალებისთვის" მხარდაჭერითა (Kvinna till Kvinna) და ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრთან პარტნიორობით.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ იურისტები, ექსპერტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე ის ადამიანები, ვისაც გამოცდილება აქვს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის სფეროში.