ქუთაისის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ქუთაისის 37-ე უბანზე, "ქართულ ოცნებასთან" აფილირებულმა კომისიის წევრმა, საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა.
ასევე, დეკანოიძის თქმით, 124-ე უბანზე დაფიქსირებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის აქტიურობა, ის შემჩნეულია ფულის დარიგებაში.
დეკანოიძის თქმით, ფულის დარიგების ფაქტები ფიქსირდება 95-ე უბანზეც, ვინმე კახას მხრიდან, რომელიც მისივე ინფორმაციით, "ოცნებასთან" დაახლოებული პირია.
ქუთაისის მერობის კანდიდატის ინფორმაციით, მე-10 უბანზე ამომრჩევლებს ბიულეტენებისთვის ფოტოების გადაღებას აიძულებენ.