სააკაშვილის საქმე იქნება ტესტი ქართული მართლმსაჯულებისთვის - ასე უპასუხა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, რომელიც მარნეულში იმყოფება, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებუთლ შეკითხვას.
კელი დეგნანის თქმით, იმედია, შემდგომი პროცესი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისა წარიმართება.
"სააკაშვილის საქმე იქნება ტესტი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისთვის, თუ რამდენად მიუკერძოებლად, სამართლიანად და ღიად წარიმართება პროცესი. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს და იმედი გვაქვს, რომ იგი წარმართული იქნება ადგილობრივი კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით", - თქვა კელი დეგნანმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.