საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა.
პრეზიდენტის განცხადებით, მან ხმა დეპოლარიზაციას მისცა, რადგან დღეს არის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია.
"ეს არის ის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს მართლა შეუძლიათ, აირჩიონ თავიანთ ადგილზე, დაბაში, სოფელში, ქალაქში ის ადამიანები, რომლებიც ხვალ ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტენ. ამავე დროს, ეს არის ის ადგილი, სადაც ალბათ ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია. ზოგადად, ეს არის ის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ამის იმედი მაქვს და მე ამას მივეცი ხმა. დეპოლარიზაციას", განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.