“ლელოს” მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა არჩევნებზე შვილთან ერთად იყო მისული და თავის ხმა დააფიქსირა, შემდეგ კი მედიასთან განაცხადა, რომ ხმა ქვეყნის მომავალს მისცა.
ბიბილაშვილის თმით, 2021 წლის რეფერენდუმი მისთვის რამდენიმე საკითხის გამოა მნიშვნელოვანი. არჩევნებში ბიბილაშვილის შვილი წელს პირველად იღებს მონაწილეობას, თავად მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ სამი ოქტომბრიდან ქვეყანა და იწყებს სწორი მიმართულების სვლას.
“გავაკეთე არჩევანი ქვეყნის სასიკეთოდ, იმისთვის რომ დასრულდეს სიღარიბე, უიმედობა და ურთიერთდაპირისპირება. თითოეული თქვენგანის ხმა არის მნიშვნელოვანი და ამიტომ დღეს უნდა ვიაქტიუროთ. ჩვენს ხელშია ყველაზე ძლიერი იარაღი, ჩვენი ხმა, რომელიც დღეს უნდა გამოვიყენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აქტიურობა, რადგან ქვეყანა არის მათი და მათ უნდა იგრძნონ თავი მშვიდად და დაცულად. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე მშვიდობიანად ჩაივლის, ამის გარანტიას გვაძლევს საერთაშორისო დამკვირვებლების სიმრავლე, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში აკვირდებიან საარჩევნო პროცესს,”-ანა ბიბილაშვილი.