საქართველშო შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია და ვაშინგტონის ყურადღება საქართველოსკენ არის მოპყრობილი.
ელჩი დეგნანის თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით, საელჩოს ასზე მეტი თანამშრომელი აკვირდება დღეს არჩევნებს. მისივე განცხადებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ფუნდამენტური ნამდვილი დემოკრატიისთვის.
ჩვენ საელჩოს ჰყავს 47 ჯგუფი მთელ საქართველოში, 100-ზე მეტი ჩვენი თანამშრომელი მონაწილეობს, როგორც დამკვირვებელი. ასევე გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამჟამად საელჩოში და თვალს ადევნებენ მედიას, კონსულტაციებს მართავენ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებთან. ასე რომ, ჩვენ ამ პროცესს ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს, ვაშინგტონის ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესისკენ არის მოპყრობილი. ბევრ კითხვას ვიღებთ ჩემი კოლეგებისგან ვაშინგტონიდან, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, თეთრი სახლიდან, კონგრესიდან. ისინი ამ პროცესს ასევე ყურადღებით აკვირდებიან“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.