აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მარნეულის 27-ე და 85-ე საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესს დააკვირდა, სადაც გაესაუბრა მოქალაქეებს, საარჩევნო კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს.
ელჩმა საქართველოს დემოკრატიული პროცესის მიმართ აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის და მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ დამკვირვებლის რანგში. ვეწვიე რამდენიმე საარჩევნო უბანს მარნეულში, აქ გასულ ოქტომბერსაც ჩამოვედი. კარგია უკან დაბრუნება და იმის ნახვა, რომ ამინდის მიუხედავად ამომრჩეველი მოდის. ხალხი გამოსულია, ხმას აძლევს, ისინი საკუთარ სამოქალაქო პასუხისმგებლობას სერიოზულად ეკიდებიან", განაცხადა დეგნანმა.