საბურთალოს ოლქის N 1 უბანზე დააფიქსირა არჩევანი ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ხაზი გაუსვა არჩევნებში მოსახლეობის აქტიურობის მნიშვნელობას.
„დღეს იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს არჩევნებში მონაწილეოება, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, რათა ქვეყანამ განაგრძოს მშვიდი და სტაბილური განვითარება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.