დღეს არის წყალგამყოფი არჩევნები. თუ ერთად არ დავიწყეთ ცვლილება, ხვალ გავიღვიძებთ ქვეყანაში განვითარების პერსპექტივის გარეშე, - აცხადებს მესამე ძალა -სტრატეგია აღმაშენებელის, თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე. მისი თქმით, ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა კარგად გავაცნობიეროთ ის შანსი, რაც დღეს გვაქვს.
"ჩვენი ვალდებულებაა არ დავუშვათ სრულად დავკარგოთ სახელმწიფო და ეს ქვეყანა ვაქციოთ ოკუპანტი რუსეთის გუბერნიად.
ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა კარგად გავაცნობიეროთ ის შანსი, რაც დღეს გვაქვს - ხმის მიცემით დავაბრუნოთ ეს ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
მინდა მოვუწოდო ყველას, მოდით არჩევნებზე, ცვლილება იწყება ერთი ადამიანით და ერთი ხმით