ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის, მჯერა, საქართველოს თითოეული მოქალაქე ისეთ არჩევანს გააკეთებს, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს, აცხადებს პარტია “საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი გიორგი გახარია.
მისი განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის, განახლებასა და წარსულს შორის.
"ეს ორი ძალა გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ასაზრდოებს, უკვე წლებია წარსულში გვექაჩება, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე გონიერ და გულით არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის. მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე. იმიტომ რომ, ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, ეს განახლების არჩევნებია და ყველამ ვნახეთ, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნულმა მმართველობამ.
კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ,რომ ეს უაღრესად პრინციპული არჩევნებია, ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის.გულწრფელად მჯერა, რომ დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე, გრძნობს რამდენად სჭირდება ქვეყანას განახლება, ის გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს. მეორე ტურში იქნება ეს თუ პირველ ტურში,ამას მნიშვნელობა არ აქვს,მთავარია წინსვლა”, - განაცხადა გახარიამ.