"ვისაც სჯერა, რომ სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება არის ის, როგორი ქვეყანაც გვინდა, რომ ვიყოთ მოვუწოდებ “ევროპულ საქართველოს” დაუჭიროს მხარი იციან, რომ ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი არ გვეთნხმებიან იციან, რომ მათ არ ვატყუებთ,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ.
„საარჩევნო და ხმის მიცემის უფლება, არის უფლება შენი ქვეყნის და საკუთარი თავის ბედი გადაწყვიტო, ყველა მოქალაქის ვალია გამოიყენოს ეს უფლება და იყოს პასუხისმგებელი საკუთარი ქვეყნის მომავლის წინაშე, ეს არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელშიც კი მიმიღია მონაწილეობა, ახლა გვაქვს შანსი, რომ გავაღწიოთ პოსტ-საბჭოთა ჭაობიდან, დავუახლოვდეთ ჩვენს ისტორიულ მისიას და ვიყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი, რასაც შეეწირა უამრავი თაობა, რაზეც ჩვენი საზოგადოების დამფუძნებელი ადამიანები საუბრობდნენ და შეწირეს სიცოცხლეც კი, ვისაც სჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის მოცილება, მოვუწოდებ მოვიდნენ არჩევნებზე, ვისაც სჯერა, რომ სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება არის ის, როგორი ქვეყანაც გვინდა, რომ ვიყოთ მოვუწოდებ “ევროპულ საქართველოს” დაუჭიროს მხარი იციან, რომ ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი არ გვეთანხმებიან იციან, რომ მათ არ ვატყუებთ, ყველა სხვა შემთხვევაში მხარი დაუჭირეთ იმ ოპოზიციურ კანდიდატებს, რომლებიც არიან ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები, ჩემს ოლქში ასეთი არის ბათუ ქუთელია და ჩემი ხმა გამოვიყენე იმისთვის, რომ ივანიშვილისგან მომავალი საფრთხე გავანეიტრალოთ და შემდეგ დავიწყოთ ამ ჭაობიდან ამოსვლა“ - განაცხადა ბოკერიამ.