განვიხილეთ ის, თუ როგორ შეიძლება საქართველომ ევროპულ გზაზე განაგრძოს სვლა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრმა დეპუტატმა ვიქტორ ნეგრესკუმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარები აქ იმყოფებიან ევროპული ფასეულობების მხარდასაჭერად, ღია და სამართლიანი არჩევნებისთვის, სიტუაციაზე დასაკვირვებლად და ქართველი ხალხის მოსაზრებების გასაგებად.
"ევროპარლამენტიდან ჩამოვედით იმის სათქმელად, რომ საქართველო სულ უფრო ახლოს უნდა იყოს ევროკავშირთან. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ვართ წარმოშობით. მე თავად რუმინეთიდან გახლავართ. ჩვენ საქართველოსთან ძლიერი ორმხრივი ურთიერთობა გაგვაჩნია სხვადასხვა მიმართულებით, ერთ-ერთია უსაფრთხოების სფერო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძლიერი დემოკრატია ძლიერ განვითარებას მოასწავებს. ასევე მიგვაჩნია, რომ ძლიერი პარტნიორობით, ევროკავშირთან, მის წევრ სახელმწიფოებთან, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და სხვა პარტნიორებთან საქართველოში შეიძლება ცხოვრება აყვავდეს.
იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა და საუბარი კონსტრუქციული იყო და გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან კონსტრუქციული ურთიერთობის ქონას“, - განაცხადა ვიქტორ ნეგრესკუმ.