საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები მერებს ირჩევენ დედაქალაქსა და 63 მუნიციპალიტეტში. ასევე, მაჟორიტარების არჩევითა და პარტიებისთვის ხმის მიცემით, ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს შემადგენლობას დააკომპლექტებენ.
თბილისში დედაქალაქის მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძვის:
ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 48
გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ 50
არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ 23
თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ 15
ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ 30
გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 8
გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ 20
ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ 9
გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ 25
მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ 10
ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 5
თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ 1
გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ 13
კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 41
ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ 37
ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ 29
მერის არჩევნებში ყველაზე მაღალი საარჩევნო ბარიერია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 50%+1 ხმას მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო ხმების რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, დაინიშნება მეორე ტური, სადაც ერთმანეთს საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი დაუპირისპირდება. მეორე ტურში 50%-იანი ბარიერი აღარ არსებობს, გამარჯვებულია საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.