თბილისის მოქმედი მერი და "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ მადლიერია მიხეილ სააკაშვილისა, რადგან ასე ვერავინ გაუფუჭებდა საქმეს საკუთარ პარტიას, როგორც ეს სააკაშვილმა შეძლო.
"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს, ასე ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას, როგორც სააკაშვილმა შეძლო და ამისთვის მას ძალიან დიდი მადლობა. დანარჩენს რაც შეეხება, დაველოდოთ არჩევნებს და ყველაფერი იქნება ცხადი. ვერავინ გააფარჩაკებდა თავის პარტიასა და კანდიდატს, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა ქნა. დაველოდოთ არჩევნებს და ხვალ ყველაფერი იქნება ცხადი. ეს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ თითქოს სააკაშვილი ბათუმშია,"- განაცხადა კახა კალაძემ.