"ხელისუფლების მხრიდან ტექნიკის ბათუმში გადაგზავნა არის კატასტროფული რეაქცია“ - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს“ თავმდჯომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ მხრიდან ბათუმის მიმართულებით ტექნიკის გადაგზავნას.
"დადასტურდა, რომ რაღაც ტექნიკა გადაისროლეს ბათუმში, ეს არის უბრალოდ კატასტროფა. სხვა ქვეყანაში რომ ხდებოდეს, უბრალოდ სასაცილო იქნებოდა და გულისტკივილით ვიხუმრებდით, რომ რა დღეშია ეს ქვეყანა, მაგრამ ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, სადაც გვყავს ხელისუფლება, რა მნიშვნელობა აქვს სააკაშვილი ჩამოსულია თუ არ არის ჩამოსული თავისი ვერსიით, რომელმაც ბათუმში ტექნიკა გადაიყვანა, ეს არის კატასტროფული რეაქცია. ამიტომ დღევანდელ ამბავს, ვინც უყურებს, ივანიშვილის რეჟიმის საქციელს, როგორი განწყობითაც არ უნდა იყოთ ზოგადად პოლიტიკური პროცესის მიმართ, მოდით ხვალ არჩევნებზე, რომ ამ სამარცხვინო, ზოგჯერ სასაცილო, მაგრამ ტრაგიკულ ამბავს წერტილი დავუსვათ მშვიდობანად, ჩვენი ხმით.“ - განაცხადა ბოკერიამ