სააკააშვილი არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარა, ლაჩარი და ვერასოდეს გაბედავს, გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, როგორც სახელმწიფო საზღვრები, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტები არის მოწოდების სიმაღლეზე.
"მინდა, ეიფორიაში მყოფ ოპოზიციურ სპექტრს, განსაკუთრებით კი „ნაცმოძრაობას“ ვუთხრა, ამ ხალხმა ყველაზე კარგად იცის ამ მსჯავრდებული პრეზიდენტის გამბედაობის შესახებ, ეს არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარა, ლაჩარი და ვერასოდეს გაბედავს, გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი, ამაში დარწმუნებული ვარ. ის ნარატივი, რომელიც განავითარეს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლასთან დაკავშირებით, არავის შეეშალოს, რომ ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილი, შსს მინისტრია ვახტანგ გომელაური, სუს-ის ხელმძღვანელი გახლავთ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი და მერწმუნეთ, როგორც სახელმწიფო საზღვრები, ასევე ჩვენი ინსტიტუტები არის მოწოდების სიმაღლეზე", - აღნიშნა რიჟვაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკვე საქართველოშია, შემდეგ კი ბათუმიდან ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა.