ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ სააკაშვილი საქართველოშია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მაღალია მოლოდინი პრეზიდენტი სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
"აღნიშნული ინფორმაცია ასევე ჰქონდათ ასევე ევროპარლამენტარებს. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად ყველა მივიდეს საარჩევნო ყუთთან და გააკეთოს არჩევანი. დარწმუნებული ვარ, დღის ბოლოს პრეზიდენტს სააკაშვილთან ერთად ოპოზიცია ერთობლივად აღნიშნავს არა რომელიმე კონკრეტული პარტიის გამარჯვებას, არამედ ამ ქვეყნის გამარჯვებას. ძალიან მალე გამოჩნდება დარწმუნებული ვარ", - განაცხადა ბოკუჩავამ.
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკვე საქართველოშია, შემდეგ კი ბათუმიდან ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა.