ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა ლაგოდეხში, სახელმწიფოს მიერ გარემონტებულ ფართებში აფხაზეთიდან დევნილი 9 ოჯახი შეასახლა.
ახალმოსახლეობას მინისტრთან ერთად საქართველოში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე - მატიას ვაინგარდი დაესწრო.
ყოფილი ინტერნატის შენობა, სადაც დღეს 28 ადამიანი შესახლდა, სრულად რეაბილიტირებულია. ელექტროენერგიის ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც გაკეთდა და დევნილებს ყველა საჭირო ავეჯიც დახვდათ. ეს არის სამსართულიენი შენობა, სადაც ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 20 ოჯახიც ცხოვრობს.
როგორც ერთ-ერთმა ახალმა მობინადრემ, დევნილმა ილონა ქიტიაშვილმა აღნიშნა, მის მრავალსულიან ოჯახს დღეიდან ნათესავთან ცხოვრება არ მოუწევს:
„ძალიან კმაყოპილი ვარ. სახლი კომფორტულია. ადგილიც მისაღებია. ადრე ნათესავთან ვხოვრობდი, ეხლა კი საკუთარი ჭერი მაქვს. გაზიც გვაქვს, წყალიც, შუქიც და დავისვენებთ. მადლობის მეტი რა გვეთქმის. თან, კობა სუბელიანიც გვესტუმრა, რამაც ძალიან გაგვახარა."
მინისტრის თქმით, რეგიონბში დევნილთა განსახლება აქტიურად გრძელდება. ფართების დაკანონების შემდეგ კი მისი რეალიზაციაც შეეძლებათ: „დღეს საცხოვრებელი ფართით აფხაზეთიდან დევნილი კიდევ 9 ოჯახი დაკმაყოფილდა. მათ სახელმწიფოს მიერ რეაბილიტირებულ ობიექტში 2-3 ოთახიანი ბინები მიიღეს. ეს საცხოვრებელი ფართი მათ საკუთრებაში გადაეცემათ. დაკანონების შემდეგ, როცა საჭიროდ ჩათვლიან, მისი რეალიზაციას შეეძლებათ. აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ კი ხელცარიელები არ დაბრუნდებიან და ამ თანხას წაირებენ. რეგიონებში, როგორც ქალაქებში ისე სოფლებში, დევნილთა განსახლება გრძელდება."